პლასტიკური ქირურგია
მშვენიერი სქესის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ქალებზე არანაკლებ ბევრს ფიქრობენ ექიმები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. დღეს პლასტიკურ ქირურგიას თქვენი ყველა ფანტაზიის დაკმაყოფილება შეუძლია.
კონტურული ლიპოსკულპტურა - ლიპოფილინგი
ლიპოფილინგი ნიშნავს საკუთარი ცხიმით შევსებას და გულისხმობს მიკროინიექციის მეთოდით პრობლემური ზონებიდან (დუნდულები, მუცელი, თეძო) პაციენტის ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას კორექციის ზონაში (სახე, წვივები, დუნდულები, ხელის მტევნები, სარძევე ჯირკვლები). სხეულის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მიღებულია პრობლემური ზონებიდან ლიპოასპირაციით.
კლინიკაში შემუშავებულია ქსოვილების იმპლანტაციისთვის ცხიმოვანი ქსოვილის მიღებისა და მისი შემდგომი გადამუშავების სპეციალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი უჯრედების შეთავსების მაღალ პროცენტს ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან და, შესაბამისად, ხანგრძლივ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა.
ლიპოფილინგი გამოიყენება:
ლიპოფილინგამდე ლიპოფილინგის შემდეგ
• ჩავარდნილი ლოყების, პატარა ნიკაპის, ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექციისთვის
• ღრმა ნაოჭების (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებსშორისი ნაოჭის გასასწორებლად)
• ხელის მტევნების კომპლექსური გაახალგაზრდავების დროს
• წვივებისა და დუნდულების ფორმის შეცვლისა და გადიდებისთვის
• მკერდის ფორმის კორექციისთვის
• არასწორად წარმოებული ლიპოსაქციის შედეგად კანის რელიეფის დეფორმაციის შესავსებად.
კანის დაჭიმვა ბრაზილიური ძაფებით
ჯერ კიდევ ახლო წარსულში, მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ შესაძლებელი გახდებოდა დაკიდებული, მოდუნებული კანის დაჭიმვა სერიოზული ოპერაციის გარეშე.
ეს ოცნება, ბრაზილიელმა ქირურგებმა რეალობად აქციეს (თუმცა ისინი დიდხანს საიდუმლოდ ინახავდნენ ამ მეთოდს). ფილამენტლიფტინგი (კანისა და რბილი ქსოვილების დაჭიმვის ნაკლებინვაზიური მეთოდით კანის გაახალგაზრდავება ) დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.
დაჭიმვამდე დაჭიმვის შემდეგ
"მედი" - ს სპეციალისტებმა ევროპაში გაიარეს კვალიფიკაცია და წარმატებით იყენებენ ამ უნიკალურ მეთოდს. სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ძაფებით, ნარკოზის, ყოველგვარი გაკვეთის, ნაწიბურის გარეშე ადვილად შესაძლებელია შუბლის, წარბის, სახის ოვალის, ნიკაპის, კისრის, მუცლის, დუნდულების კორექციაც კი.
მეთოდი ნაკლებინვაზიურია, არ საჭიროებს ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს. რბილ ქსოვილში შეყვანისას ძაფი ფიქსირდება ქსოვილში და გადაჭიმვის პროცესში ქსოვილი ახალ მდგომარეობას იღებს. ძაფი სპეციალური ინსტრუმენტებით შეჰყავთ, რაც გამორიცხავს კანზე ყოველგვარი ნაკვალევის გაჩენას. ძაფი 2 წელიწადში გაიწოვება.
"ბრაზილიური ძაფების" უპირატესობა მომენტალური შედეგია. ნახევარ საათში გადაიჭიმება ზედა ქუთუთოს, ყვრიმალების, ცხვირ-ტუჩის კანი, შორდება ორმაგი ღაბაბი. დუნდულები პაციენტის თვალწინ აიწევა, უფრო მკვრივი ხდება.
პროცედურის დასრულებისთანავე ადამიანი ცხოვრების რიტმს უბრუნდება. დაჭიმვის ეფექტი 5-10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, შედეგიც უფრო ხანგრძლივია.
ფილამენტლიფტინგის ჩვენებები:
• გამოხატული ნაოჭები შუბლზე
• წარბების გარეთა კუთხეების აწევა
• ცხვირ-ტუჩისა და სახეზე არსებული სხვა ღარების კორექცია
• ორმაგი ღაბაბი, კისრის მოდუნებული, მოშვებული კანი
• მოშვებული მუცელი, დუნდულები, მხრები, ბარძაყის შიგნითა ზედაპირები
მეთოდს არავითარი უკუჩვენება არ აქვს. პროცედურის მსვლელობაში პაციენტს შეუძლია, სურვილისამებრ აკონტროლოს კანის დაჭიმვის ხარისხი.
პლასტიკური ქირურგია
ოქროს ძაფებით არმირება
კლინიკა "მედის" ექიმებმა მრავალწლიანი გამოცდილებით შეიმუშავეს ოქროსა და პლატინის ძაფებით არმირების კომპლექსური მეთოდი, რომელიც საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა.
ოქროს ძაფებით არმირება პლასტიკური ქირურგიის მნიშვნელოვანი სამკურნალო-პროფილაქტიკური პროცედურაა, რომელიც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აფერხებს კანის დაბერების პროცესს.
არმირებამდე არმირების შემდეგ
ეს პროცედურა გულისხმობს ოქროს ძაფების იმპლანტირებას კანქვეშ. არმირებისთვის გამოიყენება უმაღლესი სინჯის ოქროს ძაფები.
ჩვენს კლინიკაში ოქროს ძაფებით არმირების პროცედურას ატარებენ მაღალი კლასის ქირურგი კოსმეტოლოგები, რომელთაც თავიანთი მოწაფეები ჰყავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
პროცედურის მიზანი:
• ზედაპირული ნაოჭების მოშორება
• ღრმა ნაოჭების გასწორება
განსაკუთრებულ როლს ასრულებს ძაფების მასალა _ ოქრო, რომელიც ბიოინერტულია და არ იწვევს ორგანიზმის უარყოფით რეაქციებს, ხოლო მიმდებარე ქსოვილებში იწვევს მიკროცირკულაციის (კაპილარული სისხლის მიმოქცევის) გაძლიერებას, რაც რამდენჯერმე ზრდის უჯრედების მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
შედეგად, მნიშვნელოვნად მატულობს კანის ტონუსი, უმჯობესდება მისი ფერი, სწორდება ნაოჭები, ნორმალიზდება ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობა, ქრება კუპეროზი (ხილული გაფართოებული კაპილარული ქსელი).
არმირებისას ხდება სპეციალური ოქროს ძაფების სუბდერმალური იმპლანტაცია. ეს ძაფი შედგება 2 კომპონენტისაგან - უმაღლესი სინჯის ოქროსა ან პლატინის უწვრილესი ძაფისა და პოლიგლიკოლის ძაფისაგან, რომელსაც გამტარის ფუნქცია აქვს. გამტარი შედის მცირე სიღრმეზე, რაც გამორიცხავს მსხვილი სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანების საფრთხეს. კოსმეტოლოგი ოქროს ძაფებისგან კანქვეშ ქმნის უხილავ ქსელს. ყოველი ოქროს ძაფის ირგვლივ 2-6 კვირაში ყალიბდება ელასტიკური კოლაგენური ქსოვილი, რომელიც კანის საიმედო კარკასს წარმოადგენს. იმპლანტაციიდან 60 დღის შემდეგ პოლიგლიკოლის ძაფი უკვალოდ გაიწოვება, ოქრო კი - რჩება.
ოქროს ძაფებით არმირების პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით ან მედიკამენტური ძილის გამოყენებით. ანესთეზიის სახეს, პაციენტის გასინჯვის მონაცემებზე დაყრდნობით, ირჩევს მკურნალი ექიმი.
ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა
კლინიკა "მედი"- ში შესაძლებელია ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ფორმა შევუცვალოთ გამოშვერილ ყურებს.
ოტოპლასტიკამდე ოტოპლასტიკის შემდეგ
ოპერაცია რეკომენდებულია 8 წლის ასაკიდან, იგი ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი გაუტკივარებით და 40 წუთიდან 1,5 სთ-მდე გრძელდება. გადახვევას საჭიროებს 3-8 დღემდე. ერთი თვის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, ნახვევს ღამითაც იკეთებენ.
ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
• გამოშვერილი ყურების კორექცია
• ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია
• ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია
• ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.
პლასტიკური ქირურგია
გამაახალგაზრდავებელი ქიმიური პილინგი
კლინიკა "მედის"ექიმებმა რამდენიმე წელია დანერგეს გამაახალგაზრდავებელი პილინგები. დაგროვილმა გამოცდილებამ მათ საშუალება მისცა, შეემუშავებინათ უნიკალური გამაახალგაზრდავებელი მეთოდი ე.წ. "გრინმასკა", ანუ მწვანე ნიღაბი. ქიმიური პილინგი არის ზედაპირული, საშუალო, საშუალო - ღრმა და ღრმა.
გამაახალგაზრდავებელ პილინგამდე გამაახალგაზრდავებელი პილინგის შემდეგ
ზედაპირული და საშუალო პილინგები ამბულატორიულად კეთდება, აუმჯობესებს კანის ფერსა და სტრუქტურას. ღრმა პილინგი სტაციონარული მეთოდია, რაც ქიმიური პილინგის ახალი ფორმაა. ამ პროცედურების მიზანია:
ღრმა ნაოჭების მოშორება, თვალის ირგვლივი ტომრებისა და ჭარბი კანის მოცილება, მცირე ნაოჭთა ქსელის მოშორება, სახის, კისრის, გულმკერდის, ხელის მტევნების კანიდან ნაწიბურების მოცილება, სახის კანის ფერისა და სტრუქტურის კარდინალური გაუმჯობესება, სახის კანის დაჭიმვა.
გამაახალგაზრდავებელ პილინგამდე გამაახალგაზრდავებელი პილინგის შემდეგ
გამაახალგაზრდავებელ პილინგამდე გამაახალგაზრდავებელი პილინგის შემდეგ
ექიმი პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევს პროცედურებს. ოპერაციისათვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
მწვანე ნიღბის გამოყენება მნიშვნელოვნად აახალგაზრდავებს ძლიერად დანაოჭებულ კანს, არაჩვეულებრივ შედეგს აღწევს 80 წლის ასაკის პაციენტებთანაც კი.
ამ მეთოდის უპირატესობებია:
• პროცედურის ინდივიდუალური შერჩევა
• რეაბილიტაციის, აღდგენითი პერიოდის უმოკლესი ვადა
• გვერდითი მოვლენების არარსებობა
• 100%-იანი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღწევა
ნიკაპის, ყვრიმალების, ლოყების კორექცია
სრულყოფილი სილამაზის მისაღწევად შესაძლებელია ისეთი ოპერაციის ჩატარებაც, როგორიცაა ნიკაპის, ყვრიმალებისა და ლოყების კორექცია.
მოდელირების საშუალებანი:
• რბილი ქსოვილების მოცულობის გაზრდა სილიკონური იმპლანტატებით (იმპლანტაცია)
• ჭარბი ცხიმგროვების მოცილება (მინილიპოსაქცია) მოდელირების საშუალებანი:
ნიკაპის, ყვრიმალების, ლოყების კორექცია
ოპერაციის ჩვენებები:
• ჩავარდნილი ლოყების კორექცია
• გამოუკვეთავი (ან ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექცია
• პატარა ნიკაპის კორექცია
• ორმაგი ღაბაბის მოშორება
კორექციის ჩატარება რეკომენდებულია 23-25 წლის ასაკში, როცა დამთავრებულია ორგანიზმის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის სახეობაზე. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზია.
პლასტიკური ქირურგია
მკერდის პლასტიკა-მამოპლასტიკა
ლამაზი მკრდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული.
კლინიკა "მედი" ამ ოპერაციის უსაფრთხოების სრულ გარანტიას გაძლევთ.
მკერდის გადიდება (აუგმენტაციური მამოპლასტიკა):
ოპერაციის მიზანია ენდოპროთეზების იმპლანტაციით მკერდის ფორმისა და მოცულობის შეცვლა.
კლინიკაში გამოიყენება ამერიკული წარმოების MgGhan-ის, MENTOR-ისა და საფრანგეთის EUROSILIKONE-ის ფირმების ბოლო თაობის მაღალხარისხოვანი პროთეზები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამშრიანი გარსი და ხაოიანი ზედაპირი, რაც გამორიცხავს ტრავმასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკს ან გელის გამოჟონვას.
კორექციამდე კორექციამდე კორექციამდე
კორექციის შემდეგ კორექციის შემდეგ კორექციის შემდეგ
ენდოპროთეზის ფორმა და მოცულობა შეირჩევა ექიმის მიერ პაციენტის სურვილის გათვალისწინებით. პროთეზის ფორმა შეიძლება იყოს როგორც წვეთისებური (ანატომიური), ასევე მრგვალი.
ენდოპროთეზი პაციენტს ხელს არ უშლის მშობიარობასა და ბავშვის ძუძუთი კვებაში. როგორც სპეციალისტთა გამოკვლევები ცხადყოფს, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ იმპლანტი იწვევდეს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი სავსებით უსაფრთხოა, არ იწვევს არავითარ ალერგიას ან ინტოქსიკაციას.
ოპერაციის ჩვენებები:
• მკერდის გადიდება
• სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია
კორექციამდე კორექციამდე კორექციამდე
კორექციის შემდეგ კორექციის შემდეგ კორექციის შემდეგ
არსებობს მკერდის გადიდების ოპერაციის რამდენიმე მეთოდი. ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით და გრძელდება 1,5 საათს. 3-4 კვირის განმავლობაში პაციენტმა სავალდებულოა ატაროს სპეციალური კომპრესირებადი ბიუსტჰალტერი.
მკერდის დაპატარავება და აწევა (რედუქციული მამოპლასტიკა):
დღესდღეობით მედიცინაში ცნობილია 40-მდე სხვადასხვა სახის ოპერაცია სარძევე ჯირკვალზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება პოსტოპერაციული ნაწიბურების ფორმითა და განლაგებით, ზედმეტი ქსოვილების მოშორების მეთოდებით, დვრილების გადაადგილებით.
მკერდის დაპატარავების ოპერაციის ჩვენებები:
• მოშვებული, მოდუნებული მკერდი
• ძალიან დიდი მკერდი
• მკერდის ასიმეტრია
ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით და გრძელდება 2,5-3 საათის განმავლობაში.
კორექციამდე კორექციის შემდეგ
პლასტიკური ქირურგია
ცხვირის პლასტიკა - რინოპლასტიკა
კლინიკა "მედი" თავის პაციენტებს რინოპლასტიკის გამორჩეულ სერვისს სთავაზობს.
რინოპლასტიკა ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. მისი ნაკლებად პროგნოზირებადი შედეგის გამო ყველა ქირურგი ვერ ბედავს ხელი მოჰკიდოს ამ საქმიანობას. რინოპლასტიკა აერთიანებს ორ მიმართულებას _ ესთეტიკურსა (გარეგან დეფორმაციათა კორექცია) და რეკონსტრუქციულს (ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად შინაგან სტრუქტურათა აღდგენა).
ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი გაუტკივარებით, პაციენტის სურვილისა და ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. ოპერაცია 20 წუთიდან 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რთულ შემთხვევებში 2–3 საათის განმავლობაშიც კი. ესაჭიროება თაბაშირის ნახვევი, რომელიც 7-14 დღის განმავლობაში უნდა ატაროს პაციენტმა.
ესთეტიკური რინოპლასტიკა საშუალებას იძლევა, გაკეთდეს:
• ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია
• კეხის მოცილება
• ცხვირის წვერის ფორმის კორექცია, აწევა, დაწევა, შევიწროება
• ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია
• ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია
• პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული, ე.წ. "უნაგირა ცხვირის" დეფორმაციის კორექცია
სისხლნაჟღენთები ქრება 2-3 კვირის განმავლობაში. შეშუპების გაქრობასთან ერთად ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგების შეფასება ხდება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ცხვირის ფორმირება დასრულებულია და მას მიღებული აქვს საბოლოო სრულყოფილი ფორმა.
პლასტიკური ქირურგია
XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სილამაზის ცნება საგრძნობლად შეიცვალა, იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მობეზრდა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ლამაზმანების ცქერა. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პაჭუა ცხვირი დღეს მოდაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკურ ოპერაციას მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, თუმცა ცოტა თუ მიმართავს ესთეტიკური ქირურგიის ცენტრს იმის სურვილით, რომ ჯულია რობერტსის ცხვირით ან ანჯელინა ჯოლის ტუჩებით დაამშვენონ. ყველა ქალბატონს (და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონსაც) სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს, რომლის მიხედვითაც პლასტიკურმა ქირურგმა ახალი იმიჯი უნდა გამოუძერწოს.
სკალპელი მეორეხარისხოვანია?!
ზიგმუნდ ფროიდს ერთი უცნაური არისტოკრატი სტუმრობდა, რომელიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ მის თავში მტრედებს დაედოთ ბინა. ფროიდი რის ფროიდი იყო, მტრედებისთვის ბუდე არ დაენგრია: იყიდა რამდენიმე მტრედი და ერთ-ერთი სეანსის დროს პაციენტის ზურგს უკან აუშვა, თითქოს თავიდან ამოაფრინაო. ასე განიკურნა ცისფერსისხლიანი პაციენტი.
ალბათ, ხვდებით, რომ ეს მაგალითი ტყუილად არ მოგვიყვანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება.
რამდენიმე წლის წინ CNN-ით ლარი კინგის ვრცელი სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც პლასტიკური ოპერაციების შესახებ მოგვითხრობდა. გადაცემა რეალურ ამბებზე დაყრდნობით იყო მომზადებული და დაწვრილებით აღწერდა ორი ქალის იმიჯის შეცვლის ისტორიას: ჩვეულებრივი (უფრო უსახური) გარეგნობის ქალბატონები სულ მოკლე ხანში ყველაზე სასურველ ლამაზმანებად იქცნენ. როგორც სიუჟეტის დასასრულს გაირკვა, მათ გარდასახვაში ყველაზე უმნიშვნელო წვლილი პლასტიკურ ქირურგიას მიუძღვოდა. ამაში გაცილებით მეტი შრომა ფსიქოლოგებმა, ვიზაჟისტებმა და იმიჯმეიკერებმა ჩადეს.
ისე არ გაგვიგოთ, თითქოს პლასტიკური ქირურგია მედიცინის ნაკლებად სასარგებლო, ყურით მოთრეულ დარგად მიგვაჩნდეს. ეს რომ ასე არ არის, ის ფაქტიც მოწმობს, რომ პლასტიკური ქირურგიის დახმარების მსურველთა რიცხვი მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ესთეტიკური მედიცინის ცენტრები სოკოებივით მრავლდება.
აქართველოში გავრცელებული პლასტიკური ქირურგიის ბუმის შესახებ გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გია გვარამია:
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სხეულის კორექციისთვის ჩატარებულ ოპერაციებს შორის ყველაზე ხშირი ლიპოსაქციაა. მეორე ადგილს ცხვირისა და მკერდის ოპერაციები იყოფენ, მესამე კი იმ ქირურგიულ ჩარევებს უკავია, რომლებიც სახის გაახალგაზრდავების მიზნით კეთდება (მაგალითად, კანის დაჭიმვას).
ბევრი ლიპოსაქციას წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ეს ოპერაცია სხეულის ყველა იმ უბანზე კეთდება, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე…
არსებობს ლიპოსაქციის სამი ძირითადი მეთოდი: ტრადიციული, ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი.
ამ მეთოდებს შორის განსხვავება უფრო იოლად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ფიჭას ჰგავს. ტრადიციული ლიპოსაქციის დროს ქირურგი “ფიჭას” მთლიანად იღებს. ამ შემთხვევაში კანს საყრდენი ეცლება და ვარდება.
ულტრაბგერითი მეთოდის გამოყენებისას ფიჭის მსგავსი შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურა, ხელუხლებელი რჩება, ხოლო მისი შიგთავსი – ცხიმი – იდევნება.
კიდევ უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ოპერაციას, რომელშიც ულტრაბგერასთან ერთად ლაზერიც არის ჩართული, აქვს აშკარა უპირატესობათა მთელი წყება: მინიმალური ტრავმულობა და დისკომფორტი, სისხლძარღვების, ლიმფური სადინარებისა და ნერვული დაბოლოებების დაზოგვა, ჭარბი ცხიმის მოცილების შესაძლებლობა სხეულის ნებისმიერი უბნიდან, იდეალური შედეგი და მეტად ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი.
ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად ჩვენმა სამედიცინო ცენტრმა დანერგა. პოსტსაბჭოურ სივრცეში სულ 2-3 კლინიკაა, სადაც ამ ტიპის ოპერაციები კეთდება.
ოპერაციის წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აპარატურას. თუ ეს უკანასკნელი ქირურგს საშუალებას მისცემს, ლიპოსაქცია სრულიად უვნებლად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ ჩაივლის.
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის დროს ადგილობრივ ანესთეზიას ვიყენებთ. ამრიგად, პაციენტი გონზეა, თუმცა არავითარ დისკომფორტს არ განიცდის. ხშირად თვითონვე ეხმარება ქირურგს: ბარძაყების, ზედა კიდურების ლიპოსაქციისას ჩვენი თხოვნით გვერდს იცვლის, საჭირო მხარეს ბრუნდება.
ძალიან იშვიათად, პაციენტის მოთხოვნით, ვახდენთ მედიკამენტურ სედაციას (ვგვრით ძილს). ამ მეთოდს უმეტესად აბდომინოპლასტიკის, მკერდისა და ცხვირის ოპერაციების დროს ვიყენებთ.
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის შემდეგ პაციენტი კლინიკას სულ რაღაც 2-3 საათში ტოვებს და, პრაქტიკულად, მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. მართალია, პერიოდულად პროცედურებზე სიარული და რამდენიმე (დახლოებით 2-4) კვირის განმავლობაში ელასტიკური თეთრეულის (ბანდაჟის) ტარება უხდება, მაგრამ არა მგონია, ეს დიდ უხერხულობას უქმნიდეს, ვინაიდან ბანდაჟი მეტად კომფორტულია, ხოლო პროცედურები – ხანმოკლე, დაახლოებით 15-წუთიანი.
ჩვენს ცენტრში ჩატარებულ ოპერაციებს ერთობ ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი ახასიათებს. შედარებით რთული ოპერაციების დროსაც კი, როგორიც არის აბდომინოპლასტიკა (ე.წ. ჩამოკიდებული მუცლის დაჭიმვა), მკერდის დაპატარავება და ა.შ., პაციენტი კლინიკიდან მაქსიმუმ მეორე დღეს ეწერება.
ულტრაბგერითი ლიპოსაქციით მიღწეული შედეგი სტაბილურია და ათწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება.
შესაძლოა, ყური მოჰკრათ მოსაზრებას, თითქოს ლიპოსაქციის შემდეგ ნაოპერაციევ ადგილას ცხიმი არ გროვდება, მაგრამ გროვდება სხვაგან. ასეთ შედეგს იძლევა მხოლოდ ტრადიციული ლიპოსაქცია – ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ნაოპერაციევი ზონიდან სავსებით ამოცლილია, ამიტომ იქ ვერც ცხიმი დაგროვდება. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანმა წონა მოიმატა, ჭარბი ცხიმი სხვაგან კონცენტრირდება და სხეულიც ფორმას კარგავს.
ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, გარდა იმისა, რომ ნაოპერაციევ ადგილას კანს ჭიმავს, სხეულს ცხიმის ასიმეტრიული გადანაწილებისგანაც იცავს. თუ ადამიანმა ოპერაციის შემდეგ წონა მოიმატა (მაგალითად, ორსულობისას), სხეული ფორმას არამც და არამც არ დაკარგავს, ვინაიდან ცხიმი სიმეტრიულად გადანაწილდება.
რაც შეეხება მამოპლასტიკას, ის უმთავრესად სამი სახისაა: მკერდის გაზრდა, დაპატარავება და რეკონსტრუქცია. ამ უკანასკნელს მაშინ მივმართავთ, როდესაც ქალბატონს სარძევე ჯირკვალი მოკვეთილი აქვს და იქმნება “ახალი” მკერდის შექმნის აუცილებლობა.
სილიკონის ჟელეს გამოყენება, ისევე, როგორც საკუთარი ცხიმისა, სრულიად მიუღებელია. ამ დროს სიმეტრიის დაცვა შეუძლებელია. დროთა განმავლობაში ცხიმოვანი ქსოვილი გაიწოვება და მის ნაცვლად წარმოიქმნება ფიბროზული ქსოვილი, რომლის სიმსივნური ქსოვილისგან გარჩევა მამოგრაფიული კვლევით წარმოუდგენელია. დიდია სარძევე ჯირკვალში კისტოზური ჩანართების წარმოქმნის ალბათობაც. ამდენად, ცხიმგადანერგილი ადამიანი განუწყვეტლივ შიშში უნდა იყოს, განუწყვეტლივ აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა, რათა გართულებებს გადაურჩეს. ამ ოპერაციისა ყველაზე დიდი და შესამჩნევი ნაკლი კი ის გახლავთ, რომ ფორმა, რომელიც ოპერაციის შედეგად იქნა მიღწეული, რამდენიმე თვეში იკარგება.
მკერდის გასადიდებლად ყველაზე უსაფრთხო და შედეგიანი მეთოდი სილიკონის იმპლანტის გამოყენება გახლავთ.
უნდა გითხრათ, რომ გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე ოპერაცია არ არსებობს, მაგრამ სილიკონის იმპლანტის გამოყენების შემთხვევაში გართულებათა ალბათობა მინიმალურია.
იმპლანტი ლაქტაციას ხელს არ უშლის. ქალს შეუძლია, ბავშვს თამამად აწოვოს ძუძუ. ერთი რამ კი გასათვალისწინებელია: ორსულობისას მკერდი იზრდება, შემდეგ კვლავ პატარავდება, ამიტომ შესაძლოა, ნაოპერაციევი, აწეული მკერდი დაეშვას და კვლავ დაკარგოს ფორმა.
ალბათ დაგაინტერესებთ, ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ ქართველი მამაკაცები. მსოფლიოში ესთეტიკური მედიცინის ცენტრების პაციენტთა 15% მამაკაცია. ასეთივეა სტატისტიკა საქართველოში. მამაკაცები უპირატესად ლიპოსაქციისა და ცხვირის პლასტიკური ოპერაციისთვის მოგვმართავენ. თუ მამაკაცს აბდომინოპლასტიკა სურს, მას ყოველთვის უნდა წონის დაკლება და, სულ მცირე, 20-40 კილოგრამის მოცილება, პლასტიკური ქირურგია კი, როგორც გითხარით, სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალება არ არის. სხეულის ფორმის კორექცია ამ დროსაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმსუქნესთან ბრძოლა სხვა მეთოდებით, მაგალითად, კუჭის ბანდაჟირებით უნდა წარიმართოს.
კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან? 17.02.09
ცოტა ხნის წინ ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, პროფესორმა ალექსანდრ ნერობეევმა განაცხადა, რომ კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან და იქვე დასძინა, რომ ამის მიზეზია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მწველი მზე და ემოციური ხასიათი. პროფესორის მოსაზრება დამაფიქრებელია. როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ სიბერეს ქართველი ქალები და შეინარჩუნონ სილამაზე, რომელსაც გარდასულ საუკუნეებში ხოტბას ასხამდნენ ევროპელი მოგზაურები? სწორედ ამაზე გვესაუბრება ჩვენი თანამემამულე, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ევროპისა და მსოფლიო პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის წევრი, 2008 წლის პრემია "გრაციას" ლაურეატი, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია.
- ქალბატონო ციცინო, ეთანხმებით ბატონ ნერობეევს, რომ კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან?
- ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოს დგას. მიზეზად უნდა მივიჩნიოთ აქტიური მზე, რომელიც სიბერის დამაჩქარებელ ფაქტორებს მიეკუთვნება. თუ ჩვენი ქალები მუდმივად მზეზე ყოფნას ცხოვრების წესად არ აქცევენ, ამ პროცესის პროფილაქტიკა შეიძლება. ქართველებს გვაქვს ქალის სილამაზის გამომხატველი არაჩვეულებრივი სიტყვა - "მზეთუნახავი". ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. უბრალოდ, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ნებისყოფა და თავის კონტროლი.
- რა ასაკში უნდა დაიწყოს ქალმა სიბერესთან ბრძოლა?
- დაბერების პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ასაკში იწყება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გენეტიკაა. თუ გსურთ გაიგოთ, როგორი სისწრაფით დაბერდებით (რა თქმა უნდა, როდესაც არავითარ პროფილაქტიკურ საშუალებას არ იყენებთ), ჩაიხედეთ საოჯახო ალბომში და ნახეთ, როგორ გამოიყუ-რებოდნენ ამა თუ იმ ასაკში თქვენი წინაპრები. თუმცა არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც დაბერებას აჩქარებს: სტრესი, მავნე ჩვევები (მოწევა, სმა), ქრონიკული სისტემური დაავადებები, წონის მერყეობა (ხშირი გახდომა და მერე გასუქება) და, რაც მთავარია, მზეზე ხშირად ყოფნა. საქმე ის არის, რომ ულტრაიისფერი სხივები ორგანიზმიდან (ამ შემთხვევაში - სახის კანიდან) გამოათავისუფლებენ კოლა-გენის დამშლელ თავისუფალ რადიკალებს, კოლაგენი კი ის ნივთიერებაა, რომელიც კანს სიმკვრივეს ანიჭებს და ახალგაზრდობას უნარჩუნებს. გარდა ამისა, კოლაგენის ბოჭკოები ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს კანსა და კუნთებს. თუ კოლაგენი დაიშალა, კანი კუნთებთან კავშირს კარგავს და დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით დაბლა იწევს. ამის შედეგად ჩნდება ე.წ. გრავიტაციული ნაოჭები და ბოლოს - ღარები (ნაოჭი და ღარი სხვადასხვა რამ არის - დაბერების პროცესის კვალდაკვალ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გრძელდება და საბოლოოდ ყალიბდება ცხვირ-ტუჩის ღარი). ქუთუთოების ირგვლივ ე.წ. ბატის ნაფეხურები ჩნდება, ქუთუთოების ქვეშ - თიაქრები, ნიკაპის ქვეშ - ღაბაბი, ყელზე - ვერტიკალური ნაოჭები, წარბებს შორის კი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღარები. სახის კანი თხელდება და მუქი პიგმენტით იფარება. ამ ყველაფერმა შესაძლოა სხვადასხვა ასაკში იჩინოს თავი, ასე რომ, ბიოლოგიური ასაკი სიბერის პროფილაქტიკის დაწყების ზუსტი მაჩვენებელი არ არის. საზოგადოდ, დღეს პროფილაქტიკას ახალგაზრდობიდანვე იწყებენ.
- მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ნიშნები უკვე გამოგვაჩნდა და გაახალგაზრდავება გვსურს?
- ამ დროს ჩვენს წინაშე ორი ამოცანა დგას: დავაბრუნოთ კანი თავის ადგილას და შევავსოთ მისი დაკარგული სტრუქტურები. ამისთვის უნდა მივმართოთ პლასტიკურ ქირურგს და დერმატოკო-სმეტოლოგს. სახის გაახალგაზრდავების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიმაჩნია კონსერვატორული მეთოდი - მეზოთერაპია.
- რა არის მეზოთერაპია და რა განაპირობებს მის პოპულარობას?
- როგორც ცნობილია, ადამიანის კანი ბარიერის ფუნქციას ასრულებს და ორგანიზმში არსებულ სითხეს აკავებს. მისი 2/3-ის დამწვრობა სასიკვდილოა. კოსმეტიკური მალამოების უმეტესობა ვერ აღწევს კანის ღრმა შრეებს, ამიტომ მსოფლიოს უდიდესი ბრენდების ლაბორატორიებში განუწყვეტლივ მუშაობენ მალამოების კანში შეღწევის უნარის გასაუმჯობესებლად. მეზოთერაპია კი ამ პრობლემას ჭრის - ამ გზით კანისთვის საჭირო ნივთიერებების ყველა შრეში შეყვანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მას მეორე უპირა-ტესობაც აქვს: ყოველი ჩხვლეტის დროს წარმოიქმნება მინი ნაწიბური, სადაც თავს იყრის კოლაგენი. არსებობს უამრავი მეზოთერაპიული პრეპარატი, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს კანზე.
- როდის იყენებენ ბოტოქსს ნაოჭების გასასწორებლად?
- აღვნიშნავ, რომ ტექნოლოგია კარგია, საქმე მისი გამოყენების ცოდნაა. ყველამ იცის, რომ ბოტოქსით შეიძლება წარბებსა და თვალებს შუა არსებული ღარების ამოვსება, თუმცა ამ პრეპარატს გაცილებით ფართო შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ბოტოქსის საღეჭ კუნთებში შეყვანით შესაძლებელია სახის მოცულობის შემცირება, თუმცა ეს პროცედურა დიდ ცოდნასა და ოსტატობას მოითხოვს, თორემ შესა-ძლოა, სახის ნერვი დაზიანდეს. ბოტოქსის საშუალებით შეიძლება აიწიოს პირის კუთხეები და გაქრეს ე.წ. ინდაურის ყელი.
- მაგრამ ხშირად ახსენებენ გართულებებს, რომლებიც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს...
- თუ პროცედურას არაპროფესიონალი ჩაატარებს, შეიძლება მივიღოთ ზედა ქუთუთოს სრული ან ნაწილობრივი ფტოზი ან სახის რომელიმე ნაწილის დამბლა, მაგრამ, გავიმეორებ, თუ კარგ სპეციალისტს მიმართავთ, ეს ყოველივე გამორიცხულია.
- არის თუ არა ლაზერული ლიფტინგი გარღვევა პლასტიკურ ქირურგიაში? ასე ხშირად რატომ მიმართავენ სასამართლოს ამ მეთოდის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო პაციენტები?
- პირადად მე ლაზერული ფეისლიფტინგი სენსაციურ მეთოდად არ მიმაჩნია. როგორც ექსპერტს, ხში-რად მიმიცია დასკვნა ამ მეთოდის მსხვერპლისთვის, რომელმაც ოპერაციაში 28 ათასი ამერიკული დო-ლარი გადაიხადა და, ტრავმასა და მორალურ ზიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვერავითარი შედეგი ვერ მიიღო. სახის დაჭიმვის ოპერაციის მიზანია პაციენტის გაახალგაზრდავება 10-15 წლით, შედეგის შენარჩუნება 8-10 წლის განმავლობაში, ინდივიდუალური იერის შენარჩუნება და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების გამორიცხვა. ამის საშუალებას იძლევა შMAშ-დაჭიმვა, რომლის შედეგი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კანის ზედაპირული დაჭიმვისა. ოპერაცია საკმაოდ სერიოზულია და დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ამ ოპერაციის ჩატარებას ბევრი სპეციალისტი გაურბის, თუმცა რეკლამებში და კონსულტაციებზე მსურველებს სწორედ ამ თანამედროვე ელიტურ მეთოდს ჰპირდებიან. მინდა, ყველა პოტენციური პაციენტი გავაფრთხილო: წინასწარ მოითხოვონ ოპერაციის მსვლელობის ვიდეოჩანაწერი, რათა გართულების შემთხვევაში ექსპერტსაც და პაციენტსაც ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეთ ოპერაციის ჩატარების სისწორეზე.
- შედეგი რომ რეალური იყოს, როგორ შევარჩიოთ სპეციალისტი და ყველაზე ოპტიმალური მეთოდი?
- ნუ ენდობით რეკლამებს და კომპიუტერში ნანახ ფოტოსურათებს. პირადად გაარკვიეთ ექიმის ბაზური განათლებისა და პროფესიონალიზმის საკითხი, შეიტყვეთ, როგორია მის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგები, შეხვდით მათ, ვისაც ამ ექიმმა გაუკეთა ოპერაცია და დაწვრ¬ილებით გამოკითხეთ. წინასწარ მოითხოვეთ ამომწურავი პასუხი შეკითხვებზე, როგორი იქნება ოპერაციის შედეგი და რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია.
- დაბოლოს, ქალბატონო ციცინო, თუ საიდუმლო არ არის, თქვენ თვითონ თუ გაგიკეთებიათ პლასტიკური ოპერაცია ან მეზოთერაპია? უნდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით...
- პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული მაქვს და არც ვმალავ. მე, როგორც პიროვნებას, განმიცდია ყველაფერი, რასაც ჩემი პაციენტები განიცდიან. ასე რომ, კარგად მესმის მათი და ყოველთვის სწორად შევაფასებ მათ სურვილებს.
რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში 07.11.08
ბევრს მიაჩნია, რომ სილამაზის ძიება ადამიანმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო. სინამდვილეში ეს ფენომენი ისევე ძველია, როგორც ადამიანთა მოდგმა. გარეგნობის გასაუმჯობესებელი ქირურგიული პროცედურებიც კი არ არის ჩვენი დროის გამოგონება.
ადამიანები ერთმანეთს პირველ რიგში გარეგნობით აღვიქვამთ და ვაფასებთ, ამიტომ პლასტიკურმა ქირურგიამ ჩვენს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და პოზიტიური როლი შეასრულა მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში. როგორ უყურებენ საქართველოში მედიცინის ამ დარგს და რამდენად ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი.
- ყველაზე ხშირად რა სახის პლასტიკური ოპერაციები კეთდება თქვენს კლინიკაში?
- არსებობს საყოველთაო ტენდენცია. 5-6 წლის წინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, ყველაზე ხშირად ლიპოსაქცია კეთდებოდა, ბოლო ხანებში კი ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია რინოპლასტიკა - ცხვირის ოპერაცია. ასიდან 70 შემთხვევაში რინოპლასტიკას ქალები იკეთებენ.
მეორე ადგილს დღესაც ლიპოსაქცია იკავებს. სიმსუქნე მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა, რაც განპირობებულია კვების რეჟიმის ცვლილებებით, სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებით, ცხოვრების უმოძრაო წესით. საზოგადოების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს. დღეს ბევრი ქალი უზის საჭეს, სამუშაოც მეტწილად მჯდომარე აქვთ...
ბოლო ხანს თბილისში მოიმატა მკერდის პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა. წინათ ამ პრობლემას ქალები ყურადღებას არ აქცევდნენ, ან შესაძლოა აქცევდნენ კიდეც, მაგრამ არა იმდენად, რომ მის გალამაზებაზე ეზრუნათ, ახლა კი უამრავი ქალი იკეთებს მკერდის ოპერაციას. რა ოპერაციაა ეს? პირველ ყოვლისა, მკერდის გადიდება. ამისთვის ვიყენებთ ახალი თაობის, მაღალი ხარისხის სილიკონის ენდოპროთეზებს, რომლებსაც ძალიან ცოტა, სულ სამი კომპანია უშვებს - ორი ამერიკული და ერთი გერმანული. მთელ მსოფლიოში სწორედ მათ პროდუქციას მოიხმარენ.
მეორე ადგილზე დგას მკერდის ლიფტინგი ანუ აწევა, მესამეზე - მკერდის დაპატარავება.
- გავრცელებულია შეხედულება, რომ სილიკონის პროთეზები კიბოს იწვევს.
- 5 წლის წინ ამერიკაში გამოიკვლიეს 2000 ქალი, რომელთაგან არც ერთს არავითარი პლასტიკური ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული და ამდენივე ქალი, რომელთაც სხვადასხვა დროს მკერდის იმპლანტაცია ჩაუტარდათ. იმ ქალებს შორის, რომელთაც პროთეზები ჰქონდათ იმპლანტირებული, პირველ სტადიაში მყოფი სიმსივნე 2%-ით ნაკლებს აღმოაჩნდა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სილიკონი კიბოსგან იცავს. უბრალოდ, ასეთი ქალები უფრო ხშირად დადიან მამოლოგთან და იტარებენ გამოკვლევას. თანაც იმპლანტაციას რამე კავშირი რომ ჰქონდეს სიმსივნური პროცესის განვითარებასთან, კომპანიები, რომლებიც სილიკონის ენდოპროთეზებს უშვებს, უბრალოდ დაიხურებოდა.
- რამდენ ხანს ძლებს იმპლანტანტი მკერდში?
- იმპლანტანტის მწარმოებელი კომპანიები თავიანთ პროდუქციაზე მუდმივ გარანტიას იძლევიან, მაგრამ იმპლანტაციის შემდეგ ყველაფერი ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. მე მინახავს 25 წლის პროთეზი, რომელიც ქალს არავითარ პრობლემას არ უქმნიდა.
- რამდენად ხშირია შეუთავსებლობა?
- მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, შეუთავსებლობა ასიდან დაახლოებით 1 შემთხვევაშია მოსალოდნელი. თუ ქალი ერთ თვეში არაფერმა შეაწუხა, ესე იგი, გართულებები გამორიცხულია. თუ 2-3 კვირაში გაჩნდა შეშუპება, სიცხემ 40 გრადუსამდე აიწია, მკერდში დაგროვდა ჩირქისმაგვარი სითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროთეზი უნდა ამოვიღოთ.
- როგორია გარანტია ლიპოსაქციის დროს და საჭიროა თუ არა პროცედურის შემდეგ დიეტის დაცვა?
- შეცდომაა, თუ ფიქრობთ, რომ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ თავის მოვლა საჭირო არ არის. სწორედ რომ პირიქით - ქალმა ამგვარი პროცედურის შემდეგ ერთიორად უნდა მოუაროს თავის თავს. ვთქვათ, გაიკეთა სახის გადაჭიმვა და არაჩვეულებრივი შედეგი მიიღო, მერე კი დაიწყო სიგარეტის წევა, მიატოვა კოსმეტოლოგთან სიარული, არ მოუარა კანს, რომელსაც ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც სხვა ორგანოებს... სულ რაღაც 3 წლის შემდეგ შედეგი აღარ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, საპირისპირო შემთხვევაში კი ეფექტი 10-15 წელს გაგრძელდება. ამის შემდეგ ორგანიზმი ბერდება და კორექციების შეტანა შესაძლოა საჭიროც გახდეს. რაც შეეხება ლიპოსაქციას: ზოგიერთ ადგილას ჭარბი ცხიმის დაწვა და მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გზა ოპერაციული ჩარევაა. შემდგომში ამ ადგილებში ნაკლები ცხიმი გროვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ 2,5 კილოს მოიმატებთ, არაფერი შეგეტყობათ. ქალმა თავის თავს უნდა მოუაროს და პლასტიკურ ქირურგებს ნამუშევარი წყალში არ ჩაუყაროს.
- ასაკობრივი შეზღუდვები თუ არის პლასტიკურ ქირურგიაში?
- რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, არ შეიძლება რინოპლასტიკის ჩატარება 18-19 წლამდე. შესაძლოა, 15 წლის ასაკში გაკეთდეს ცხვირის ოპერაცია და მივიღოთ გადასარევი შედეგი, მაგრამ ზრდის პროცესში ცხვირიც გაიზარდოს და ფორმა დაკარგოს. რაც შეეხება ზედა ზღვარს, პირადად მე 50 წლის ზემოთ რინოპლასტიკა არ გამიკეთებია. სახის დაჭიმვა კი სწორედ ასაკოვან ადამიანებს სჭირდებათ, ამიტომ 70 წლის პაციენტებიც კი მყოლია.
- ბოლო დროს მოდური გახდა ტუჩების დაბერვა...
- მე ამას ოპერაციად არც კი მივიჩნევ. ის სულ რაღაც 15 წუთში კეთდება. არსებობს როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო გელები და ისეთებიც კი, რომელთა შეყვანაც ტუჩში საერთოდ არ შეიძლება. მაგალითად, ტუჩთავსებადი გელი 1 წლის შემდეგ გაიწოვება, თავისუფალი სილიკონი კი დიდხანს რჩება და როდის რა მოუვა ადამიანს, ძნელი სათქმელია.
- მაინც რა შეიძლება მოუვიდეს?
- კიბოს არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა გადაინაცვლოს ზემოთ, ქვემოთ ან ლოყაზე და გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, შეშუპება, მტკივნეული შეგრძნებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე _ სილიკონის მიგრაციის გამო ტუჩის ცალი მხარე შესაძლოა გადიდდეს, მეორე კი პატარა დარჩეს. განვითარებულ ქვეყნებში ეს გელი ხმარებიდან ამოღებულია, ჩვენში კი, სამწუხაროდ, მას დღემდე იყენებს ზოგიერთი ქირურგი, ვინაიდან მასალა ძალიან იაფია.
- გელის გაწოვის შემდეგ ტუჩი პირვანდელ სახეს იბრუნებს?
- ტუჩის კანი და ლორწოვანი იმდენად ელასტიკურია, რომ გამორიცხულია, ფორმა დაკარგო
- ამრიგად, თუ ქალი ტუჩის პლასტიკის შედეგით კმაყოფილია, ეს პროცედურა ყოველ წელიწადს უნდა გაიმეოროს?
- მართალი ბრძანდებით. ხარისხიანი გელების ღირსება ის არის, რომ თუ შედეგი არ მოგეწონათ, რამდენიმე თვეში თქვენი ტუჩები პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. სილიკონის გაწოვა კი, როგორც გითხარით, არ ხდება. ან უნდა შეეგუოთ, ან ქირურგიული გზით მოიცილოთ.
- საჭიროა თუ არა რეაბილიტაცია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ?
- რეაბილიტაცია საჭიროა ყველა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მათ შორის - პლასტიკური ოპერაციის შემდეგაც, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში ცდილობენ, მისი ხანგრძლივობა მინიმუმამდე დაიყვანონ. თანამედროვე ადამიანი საკუთარი თავისთვის თითქმის ვეღარ იცლის, ამიტომ ცდილობენ, ოპერაციები ნაკლებად ტრავმული იყოს. ადრე თუ დაჭიმვის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი 10-12 დღე იყო, დღეს პაციენტს 3 დღეში ვუშვებთ შინ. რინოპლასტიკაც, რომელიც წინათ ძალიან ტრავმული ოპერაცია გახლდათ, დღეს თითქმის უმტკივნეულოა. აქვე გეტყვით, რომ ცხვირის ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით აღარ ვეკეთებთ - ჯერ ერთი, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა, მეორეც, ძვლის გასაყუჩებლად საჭიროა ანალგეტიკის ძალიან დიდი დოზის შეყვანა, რაც შეშუპებასა და სილურჯეებს იწვევს. ნარკოზის დროს ეს პრობლემა აღარ დგება. ბევრი ლიპოსაქციის შემდეგ მეორე დღესვე გადის სამსახურში.
- რა შეიძლება იყოს პლასტიკური ოპერაციის უკუჩვენება?
- უკუჩვენება ძალიან ბევრია. მკერდის პლასტიკის მსურველს აუცილებლად ვუტარებთ მამოლოგიურ კონსულტაციას. საზოგადოდ, პლასტიკური ქირურგისა და მამოლოგის თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია. მამოლოგმა უნდა შეისწავლოს მკერდი და დაადგინოს ჩვენების ხარისხი. თუ პათოლოგია აღინიშნება, შესაძლოა, ოპერაციაზე ერთად შევიდეთ - ჯერ მამოლოგმა გააკეთოს თავისი საქმე, შემდეგ კი პლასტიკურმა ქირურგმა. მაგალითისთვის, თუ პაციენტს აღმოაჩნდა ფიბროადენომური კვანძი და ის არ ამოიკვეთა, შესაძლოა, სიმსივნეში გადაიზარდოს. უკუჩვენებას უმთავრესად სისხლის ანალიზი განსაზღვრავს. მაგალითად, დაბალი ჰემოგლობინი ან მაღალი ლეიკოციტოზი. დიაბეტის შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია - ვიდრე სისხლში გლუკოზის დონე არ მოწესრიგდება, ოპერაციას ვერ გავაკეთებთ. არის შემთხვევები, როდესაც პლასტიკური ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება. მაგალითად, ორსულობა.
- რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისთვის პლასტიკური ოპერაციები?
- ჩვენთან საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან, რადგან საქართველოში პლასტიკური ოპერაციები უცხოეთთან შედარებით ძალიან იაფია. იმპლანტანტს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ფასი აქვს. ქირურგის ანაზღაურება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები კი დასავლეთში ჩვენი ქვეყნისას გაცილებით აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით სასაცილოდ დაბალი ფასებია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment